Quantcast
Channel: ქართული - უყურეთ ონლაინში
Viewing all 124 articles
Browse latest View live

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი / Me, Bebia, Iliko Da Ilarioni

$
0
0
ობოლი გურული ბიჭის, ზურიკელა ვაშალომიძის ცხოვრება ოლღა ბებიასა და ერთი შეხედვით ახირებული მეზობლების, ილიკოსა და ილარიონის გარემოცვაში მიედინება. ომისა და სიდუხჭირის მიუხედავად, ეს ადამიანები ცხოვრებას იუმორით უყურებენ, ილიკო და ილარიონი დაუსრულებლად პაექრობენ და აქილიკებენ ერთმანეთს, თუმცა განუყრელი მეგობრები არიან. ამ დროს იწერება ზურიკელას პირველი ლექსები, პირველი სასიყვარულო ბარათი... გაივლის ომის მძიმე წლები. ზურიკელა ქალაქში უმაღლეს სასწავლებელს დაამთავრებს და სოფელს დაუბრუნდება.

გააგრძელე საქართველოს ისტორია (1 სერია) თემურ ლენგი

$
0
0
მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების სერია გთავაზობთ ამ ციკლიდან თითო სერიას, ასევე წარმოგიდგენთ ისტორიულ მხატვრულ ფილმებს.
საქართველოს ისტორიის ყველა ეპოქა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. დოკუმენტური ფილმების ციკლში სერიალებად სწორედ ეს ეპოქები იქნება წარმოდგენილი. აისახება არა მარტო ქვეყნის შიდა მოვლენები, არამედ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც. ვიხსენებთ და ვაგრძელებთ საქართველოს ისტორიას. მოგითხრობთ აქამდე უცნობ ამბებს ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. ამბებს, რომელთაც შეცვალეს ეს ისტორია.

მაცი ხვიატია (1966)

$
0
0
სახალხო დღესასწაულზე მაცი ხვიტიას მოხდენილი ჯირითით მოხიბლული დედოფალი გურანდუხტი მას თავის ამალაში სამსახურს შესთავაზებს. მაცი უარს იტყვის და იმავე ღამეს დედოფლის ბრძანებით თურქეთში გასაყიდად მოტაცებულ გოგონებს, მათ შორის თავის სატრფოს, ეკას გაათავისუფლებს. ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლი მაცი გურანდუხტის რისხვას არაერთხელ დაიმსახურებს. იგი თავისი რაზმით თურქეთისკენ მიმავალ ტყვეებით სავსე გემს თავს დაესხმის და ტყვეებს გაათავისუფლებს, შემდეგ კი ეკასთან ერთად გეზს თავისუფალი სვანეთისკენ აიღებს, სადაც საფრთხე აღარ დაემუქრებათ. გურანდუხტის მდევრები გაქცეულებს წამოეწევიან და დახოცავენ.

კაცების კინო / kacebis kino (2012)

$
0
0
ფილმი მოგვითხრობს ,,კაცების შოუს" წამყვანების ღამის თავგადასავალზე თბილისში. სტუდიის ბოლო ფილმის ყიდვას გავლენიანი უცხოელი პროდიუსერი აპირებს. კომპიუტერს, რომელშიც ფილმის ჩანაწერი ინახება, შენობაში ჩასული წყალი აზიანებს. მეორე ასლი კი ირაკლი კაკაბაძეს ჰქონდა, რომელმიც წინა საღამოს რამდენიმე თავშეყრის ადგილზე იმყოფებოდა, დროს ატარებდა, დათვრა და ეს ასლი გადაცემის ფანს, ერთი დღით, ათხოვა, ოღონოდ ამ ფანის არც ვინაობა იცის და არც სახე ახსოვს.

უძინართა მზე (1992)

$
0
0
ბუნებით მაძიებელი, ნიჭიერი, მაგრამ მოკრძალებული ექიმი გელა ბენდელიანი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას წლებს შეალევს. საკუთარი ბინის სხვენში ექსპერიმენტებს ატარებს, მაგრამ სამეცნიერო საბჭოს მისი ნაშრომი არ აინტერესებს... მეზობლების საყვედურებით და გაჭირვებული ყოფით გაბეზრებული გელას ქალიშვილი აგნესა სხვენიდან საცდელ ვირთხებს გაუშვებს. გელა არალეგალურად, საკუთარი ხელით გაიკეთებს ბრმა ნაწლავის ოპერაციას, რასაც ემსხვერპლება კიდეც. მამის გარდაცვალების შემდეგ გელას ვაჟი დათო მამის ერთ–ერთ საცდელ ვირთხას, ხელოვნურად დასნეულებულ "პელეს" მეტასტაზებისგან განკურნებულს აღმოაჩენს, რაც გელას ექსპერიმენტის დადებით შედეგზე მეტყველებს.

სპირალი (1 სერია)

$
0
0
ექსტრემალურ სიტუაციაში გადაუდებელი ოპერაცია გაკეთდა – კატასტროფაში დაღუპული რეციდივისტის, რამაზ კორინთელის სხეულში ინფარქტით გარდაცვლილი აკადემიკოსის, დავით გიორგაძის ტვინი გადაინერგა. ორი განწირული სიცოცხლიდან ერთ-ერთი გადარჩა. განსხვავებული ინტელექტის, ცხოვრების წესის, ზნეობის ადამიანების ერთ სხეულში გაერთიანებას ტრაგიკული შედეგი მოყვა.

სპირალი (2 სერია)

$
0
0
ექსტრემალურ სიტუაციაში გადაუდებელი ოპერაცია გაკეთდა – კატასტროფაში დაღუპული რეციდივისტის, რამაზ კორინთელის სხეულში ინფარქტით გარდაცვლილი აკადემიკოსის, დავით გიორგაძის ტვინი გადაინერგა. ორი განწირული სიცოცხლიდან ერთ-ერთი გადარჩა. განსხვავებული ინტელექტის, ცხოვრების წესის, ზნეობის ადამიანების ერთ სხეულში გაერთიანებას ტრაგიკული შედეგი მოყვა.

სპირალი (3 სერია)

$
0
0
ექსტრემალურ სიტუაციაში გადაუდებელი ოპერაცია გაკეთდა – კატასტროფაში დაღუპული რეციდივისტის, რამაზ კორინთელის სხეულში ინფარქტით გარდაცვლილი აკადემიკოსის, დავით გიორგაძის ტვინი გადაინერგა. ორი განწირული სიცოცხლიდან ერთ-ერთი გადარჩა. განსხვავებული ინტელექტის, ცხოვრების წესის, ზნეობის ადამიანების ერთ სხეულში გაერთიანებას ტრაგიკული შედეგი მოყვა.

სპირალი (4 სერია)

$
0
0
ექსტრემალურ სიტუაციაში გადაუდებელი ოპერაცია გაკეთდა – კატასტროფაში დაღუპული რეციდივისტის, რამაზ კორინთელის სხეულში ინფარქტით გარდაცვლილი აკადემიკოსის, დავით გიორგაძის ტვინი გადაინერგა. ორი განწირული სიცოცხლიდან ერთ-ერთი გადარჩა. განსხვავებული ინტელექტის, ცხოვრების წესის, ზნეობის ადამიანების ერთ სხეულში გაერთიანებას ტრაგიკული შედეგი მოყვა.

ქუჩის დღეები (2010 )

$
0
0
გუგა კოტეტიშვილი, თემო გოგიძე, ლევან ჟივიძე, ზურაბ ბეგალიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, ზურა შარია, ლეო ანთაძე, ირაკლი რამიშვილი, ზაზა დარსალია, რუსიკო კობიაშვილი, ლია გუდაძე, გიორგი ყიფშიძე, გია გოგიშვილი, ნინო კაკაბაძე, სანდრო მინდიაშვილი, ირაკლი ლოლაძე, ლევან ერისთავი, ზუკა ოქროპირიძე, თამარ მელიქიშვილი, ზაზა კოლელიშვილი, ეკა ჩხეიძე, ნიკოლოზ (ნიკა) მარი

სუპერ 8 | Super 8 [ქართული]

$
0
0
რამდენიმე მეგობარი ქალაქ ოგაიოდან, რომლებიც სამოყვარულო კამერით იღებდნენ ფილმს "სუპერ 8", 1979 წლის ზაფხულში გახდნენ სარკინიგზო კატასტროფის მოწმეები. ძალინ მალე მათ ეჭვი შეეპარებათ, რომ ეს არ იყო უბრალოდ უბედური შემთხვევა.

კომა | koma

$
0
0
ისტორია რეალურ ცხოვრებაზე, სოციალურ მდგომარეობასა და განგებაზე. ფილმი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის, ტიტე გოგიას ისტორიას, რომელიც საავტომობილო ავარიის გამო ციხეში ხვდება. ციხეში ტიტე მისთვის სრულიად ახალ რეალობას აღმოაჩენს; პატიმრების მიმართ არაადამიანური და ცინიკური მოპყრობა მის მდგომარეობას დიდ დაღს ასვამს. პარალელურად ისტორია საავადმყოფოში ვითარდება, სადაც ავარიის მსხვერპლები წვანან. ერთ-ერთი მათგანი კომაშია.

რა მოხდა კიევში

$
0
0
ამჟამად უკვე დაწყებულია ამ ფილმზე მუშაობა. ვრცელი ინფორმაცია არ მოიპოვება მაგრამ უკვე ვხვდებით, რომ, კომედიურ ჟანრში დაიკავებს ადგილს.
მონაწილეობენ: მერაბ ჭიქაშვილი,თორნიკე გოგრიჭიანი,გიორგი ლორია,სანდრო გაბელაია.
სავარაუდოდ მიმსგავსებული უნდა იყოს "ჰენგოვერთან"
როდესაც მეტი ინფორმაცია გაჟღერდება ამ ფილმზე აუცილებლად შემოგთავაზებთ მანამდე, კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ.

მანქანა რომელიც ყველაფერს გააქრობს

$
0
0
ფილმის შესახებ:
რეჟისორი აცხადებს ქასთინგს 15-დან 23 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ თავისი რეალური ცხოვრებით, ყოველდღიური ყოფითა თუ მიზნებით შეიძლება კარგ კინოგმირად იქცეს. რეჟისორს მთელი ქვეყნიდან უამრავი ახალგაზრდა ეხმიანება, მძაფრი, ნაღდი, ენერგიით დამუხტული, სევდიანი და ღიმილიანი ისტორიებით, რომლებიც ამავდროულად დროის კატაკლიზმებშია გადახლართული.

ორმაგი სახე

$
0
0
ნარკოტიკები, ფული, მკვლელობა, ციხე... ცოდვებით დამძიმებული, ნაადრევად დაბერებული გიოს წინაშე მოულოდნელად სულის გადარჩენისკენ მიმავალი გზა იხსნება – თურმე როგორ სჭირდება მამობრივი სიყვარული და განკურნების რწმენა მის პატარა, ხეიბარ ბიჭს, რომლის არსებობით არასდროს დაინტერესებულა. გიო შვილის ჯანმრთელობისთვის იწყებს ბრძოლას.

სახლი ძველ უბანში [ნაწყვეტები]

$
0
0
ფილმის შესახებ:
სახლი ძველ უბანში - 1994 წელს ქართულ ტელეეთერში გასული მისტიკური ჟანრის სერიალი. სიუჟეტის მიხედვით, ძველ უბანში სახლდებიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, სალომე და გიორგი. ისინი მჭიდრო კონტაქტში შედიან მეზობლებთან, ჟორასთან და თამილასთან, რომლებიც ოკულტური რიტუალების მიმდევრები აღმოჩნდებიან. უბანში უცნაური ამბები ტრიალებს.

სერიალი მეტწილად, თავისი სიუჟეტით ახლოს დგას აირა ლევინის ნაწარმოებთან როზმარის ბავშვი.

სიყვარული ვენახში | Georgian Grapes

$
0
0
ფილმის შესახებ:
ალბათ ყველამ იცით ამ ფილმის შესახებ. ეს არის პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული ეროტიკული გადაღებული გიორგი შენგელაიას მიერ!!.მთავარ როლშია ია ფარულავა…. ძალიან სახალისო კინოა. პირველი ქართული ეროტიკა…

ნაწილები | The Parts

$
0
0
ფილმის შესახებ:
რეჟისორობა სულ უნდოდა. თუმცა ექიმი და ფსიქოლოგი გამოვიდა. ამერიკაში დიპლომატია-კომუნიკაციებზე, მოგვიანებით ლონდონში კი, სარეჟისოროზე სწავლობდა. პრაქტიკაც იქ მიიღო. იღებდა მოკლემეტრაჟიან და დოკუმენტურ ფილმებს. სიუჟეტურად ყველაფერი პროფესორის, დავით ბერიძის გარშემო ვითარდება, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ბიოენერგეტიკულ წყაროს იკვლევს. თემას სკეპტიკურად უდგება, მაგრამ მის ცხოვრებაში ჩნდება შუამავალი, რომელიც ინვესტიციებს განკარგავს და ამ პროექტის დაფინანსებას სთავაზობს…

ჯარისკაცის მამა [ფერადი ვერსია]

$
0
0


ინფორმაცია ფილმის შესახებ:
კახელი გლეხი გიორგი მახარაშვილი, დაჭრილი შვილის მოსანახულებლად ფრონტზე გაემგზავრება, მაგრამ ჰოსპიტალში ჩასული შეიტყობს, რომ გამოჯანმრთელებული გოდერძი თავის ნაწილში დაბრუნებულა. გიორგი შვილის კვალს გაჰყვება და ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება. ჯარისკაცის მამა სამხედრო ხელმძღვანელობას დაარწმუნებს, რომ ახალგაზრდებს არ ჩამოუვარდება, ნაწილში დარჩენას მოითხოვს და ბრძოლით გერმანიის საზღვრამდე მიაღწევს. ომის მიწურულს გიორგი შვილს იპოვნის, მაგრამ ცხარე ბრძოლაში გოდერძი მამას ხელში ჩააკვდება. ჯარისკაცის მამა ვალს ბოლომდე აღასრულებს და შვილის ნაბრძოლ ადგილებს თვალცრემლიანი სიამაყით გაივლის.

მამლუქი | mamluqi

$
0
0

თანასოფლელ ბიჭებს, გოჩას და ხვიჩას მოიტაცებენ და სტამბოლის ტყვეთა ბაზარზე გაყიდიან. გოჩას ვენეციელი ვაჭარი იყიდის, ხვიჩას – ეგვიპტელი მამლუქი. ხვიჩას მაჰმუდს შეარქმევენ და მეომრად აღზრდიან. წლების შემდეგ მაჰმუდი ჰარამხანაში გამომწყვდეულ ქართველ ტყვე ქალთან ერთად სამშობლოში გაქცევას გადაწყვეტს, მაგრამ ცირას მოკლავენ. გადის დრო. სიმამაცით განთქმული მაჰმუდი ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრის ვენეციელ მეომარს, რომელიც ქართულად დაიკვნესებს. ხვიჩა-მაჰმუდს თვალწინ საქართველოში გატარებული ბავშვობა წარმოუდგება. ვენეციელ მებრძოლში ის ბავშვობის მეგობარს, გოჩას იცნობს. მტრის ცხედართან მწარედ ჩაფიქრებას მამლუქები მაჰმუდს ღალატად ჩაუთვლიან და მოკლავენ.
Viewing all 124 articles
Browse latest View live