Quantcast
Channel: ქართული - უყურეთ ონლაინში
Viewing all 124 articles
Browse latest View live

დათა თუთაშხია | data tutashxia

$
0
0

ჭაბუა ამირეჯიბის ამავე სახელწოდების რომანის კინოვერსია. საქართველო, რუსეთის იმპერიის ბატონობის ბოლო პერიოდი, XIX საუკუნის ბოლო – XX საუკუნის დასაწყისი. მთავარი გმირი დათა თუთაშხია კანონგარეშე ცხოვრების გზას ირჩევს, აბრაგი ხდება და წლების მანძილზე ახერხებს მეფის ჟანდარმერიას დაემალოს. მისი ბიძაშვილი მუშნი ზარანდია სხვა არჩევანს აკეთებს – ის კანონის სამსახურს ამჯობინებს და ჟანდარმერიის ჩინოვნიკი ხდება. ფილმის მოქმედება ამ ორი ადამიანის რთული ურთიერთობის გარშემო ვითარდება.

სიყვარული ყველას უნდა | siyvaruli yvelas unda

$
0
0
ინფორმაცია ფილმის შესახებ:
სამკერვალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაყვალა კახეთის სოფელში ჩადის სამუშაოდ. სოფლის მძღოლს ბურბუთას მაყვალა შეუყვარდება, მაგრამ გრძნობის გამხელას ვერ უბედავს. რთველი კარზეა მომდგარი, მუშაობისთვის კი არავის სცალია – სოფელში ყველა შეყვარებულია: ვენახის დარაჯი ბიჭები ტყუპი დების ცოლად შერთვაზე ოცნებობენ, მარტოხელა ხირხელა შინაბერა ქეთოს ფარულ შეხვედრაზე ითანხმებს, ბურბუთას პატარა ძმას მეზობლის პატარა გოგო უყვარს, რამდენჯერმე გათხოვილ ნაზოს გათხოვების კიდევ ერთი შანსი ეძლევა... კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჩხუბობს, მაგრამ სიყვარული ყველას უნდა.

ფეოლა | FEOLA

$
0
0
დამდგმელი რეჟისორი: ბაადურ წულაძე
სცენარის ავტორები: რევაზ (რეზო) გაბრიაძე, გოგი ჩარკვიანი
დამდგმელი ოპერატორი: იური ფედნევი
დამდგმელი მხატვარი: გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ნუნუ შავგულიძე
მონაწილეობენ: იპოლიტე ხვიჩია (ბონდო დოლაბერიძე), გაბრიელ (გიგლა) ცინცაძე, ლევან შამილოვი, ვასილ ჩხაიძე (ხუსკივაძე), ჯემალ ღაღანიძე, შოთა გაბელაია, სერგეი ფილიპოვი, ილია ბაკაკური, ევგენია მჟავანაძე (ექთანი), ზურაბ ქაფიანიძე (ბესიკი, ვიოლინოზე დამკვრელი ), გიორგი (გია) ტყეშელაშვილი
პროდიუსერი: შოთა ლაფერაძე


ინფორმაცია ფილმის შესახებ:
სახლმმართველობის თანამშრომელ ბონდოს უბნის მოზარდ ფეხბურთელთა გუნდის შექმნას ავალებენ. ბონდო დავალებას უგულოდ ეკიდება. ცდილობს, გუნდი პირველივე შეჯიბრში დამარცხდეს, რომ ამ საქმისგან გაათავისუფლონ, მაგრამ ბავშვები ზედიზედ იმარჯვებენ. ბონდო გუნდისთვის თავს აღარ ზოგავს, ბიჭები მას “ფეოლას” შეარქმევენ. ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ გამარჯვებულ გუნდს საფრანგეთში გზავნიან ჩემპიონატზე. ფეოლას ნაცვლად ბიჭებს პროფესიონალ მწვრთნელს გააყოლებენ.

ფესვები | pesvebi

$
0
0

ინფორმაცია ფილმის შესახებ:
ფილმი ქართველი ემიგრანტის სამშობლოსადმი განუწყვეტელი ნოსტალგიით აღსავსე ვრცელი ცხოვრების გზაზე მოგვითხრობს. "ადამიანი სამშობლოს გარეშე იგივეა, რაც ხე ფესვების გარეშე" ამბობს ფილმის ერთ-ერთი გმირი და ეს სრული ჭეშმარიტებაა...

27 დაკარგული კოცნა | 27 dakarguli kocna

$
0
0
ეს არის ამბავი ლამაზი, რომანტიკული და ამაფორიაქებელი ზაფხულისა, სადღაც აღმოსავლეთში. 14 წლის სიბილა არდადეგების გასატარებლად პატარა სიზმარეულ ქალაქში ჩადის. მას შეურვარდება ალექსანდრე – ასტრონომი, რომელიც ძველ ობსერვატორიას უვლის. იგი 41 წლისაა და მიიჩნევს, რომ სიბილა ჯერ პატარაა სიყვარულისათვის. ამავე დროს, სიბილა თავდავიწყებით უყვარდება ალექსანდრეს შვილს, 14 წლის მიკის. სიბილა მიკის პირდება, რომ შემოდგომამდე ასჯერ აკოცებს, მაგრამ მიკი მხოლოდ 73 კოცნას მიიღებს.

არსენა | arsena

$
0
0

ბეგარის გადასახადის დაგვიანებისთვის თავადი ციციშვილი არსენას მამას ყურს ჩამოათლის. არსენა ფიცს დადებს, რომ მამის შეურაცხყოფისთვის შურს იძიებს. თავადის უსამართლობით გატანჯული გლეხები მხარს დაუჭერენ არსენას, კონფლიქტი აჯანყებაში გადაიზრდება. ციციშვილი სოფელში დამსჯელ რაზმს ჩააყენებს და მოსყიდული გლეხის, ფარსადანის მეშვეობით არსენას ციხეში გამოამწყვდევს. დეკაბრისტ ოსტუჟევის დახმარებით ხერხდება არსენას ციხიდან გაქცევის ორგანიზება. არსენა კვლავ აჯანყებას ჩაუდგება სათავეში, მაგრამ კაზაკთა ჯართან უთანასწორო ბრძოლაში მისი რაზმი დამარცხდება. არსენას მოღალატე ფარსადანის ტყვია შეიწირავს.

არაჩვეულებრივი გამოფენა | arachveulebrivi gamofena

$
0
0
პროვინციელი მოქანდაკე აგული ერისთავი მასწავლებლის ნაჩუქარი მარმარილოს ქვისგან არაჩვეულებრივი მონუმენტის შექმნაზე ოცნებობს. მაგრამ ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ მხოლოდ დაკვეთით მუშაობს – მიცვალებულთა ბიუსტებს აკეთებს, რადგან დიდი ოჯახი ჰყავს სარჩენი. ერთ დღეს სკოლის ამხანაგებთან შეხვედრიდან შინ მიმავალი შექეიფიანებული აგული ცოლთან ერთად სასაფლაოზე – თავის “პერსონალურ გამოფენაზე” – აღმოჩნდება და სევდანარევი იუმორით აღიარებს, რომ ნიჭი ტყუილუბრალოდ გაფლანგა. ოცნების მარმარილოს კი თავის მოწაფეს გადაულოცავს…

არ იდარდო! | ar idardo!

$
0
0
ინფორმაცია ფილმის სიუჟეტზე:
პროვინციელი ექიმის, ბენჟამენ ღლონტის და სოფიკო გადაწყვეტს ძმას ცნობილი მკურნალის, ლევან ცინცაძის ქალიშვილი, მშვენიერი მერი გაურიგოს. მერი ბენჟამენს გამოუტყდება, რომ გაკოტრებული თავადი ალექსი უყვარს და მისგან ბავშვს ელოდება. შეყვარებულები გაიპარებიან. ალექსის სადგურზე ჩხუბში მოკლავენ, მერი კი მშობიარობას გადაყვება. დარდისგან განადგურებულ ლევანს უკურნებელი სენი აღმოაჩნდება. იგი მეგობრებს შეკრებს და გამოსამშვიდობებელ წვეულებას გამართავს. ლევანი ბენჟამენს სთხოვს, მისი სიკვდილის შემდეგ დაობლებულ ახალშობილზე იზრუნოს.

აკაკის აკვანი | akakis akvani

$
0
0
ქართველი ერის საყვარელი პოეტის, აკაკი წერეთლის საიუბილეო საღამოზე სცენაზე ყვავილებით მორთული აკაკის აკვანი შემოაქვთ. აკვანი და მოხუცი ძიძის სტუმრობა პოეტს ძიძასთან, ღარიბი გლეხის ოჯახში გატარებული ბავშვობისა და ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის წლებს გაახსენებს.

ბურთი და მოედანი | burti da moedani

$
0
0

რაიონიდან ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად ჩამოსული ბუხჰალტერი კუჭკუჭი შემთხვევით აბაზანაში ჩაიკეტება. ტრუსების ამარა დარჩენილი გასაშრობად თოკზე გაფენილ სხვის ტანსაცმელს გადაიცვამს და სტადიონისკენ მოკურცხლავს. სხვისი შარვლის ჯიბეში ფეხბურთის ბილეთს აღმოაჩენს, მაგრამ როდესაც “კანონიერ” ადგილს დაიკავებს, გვერდით მჯდომი მოქალაქე ჩხუბს დაუწყებს – კუჭკუჭის ტანზე თავისი ვაჟის პერანგს იცნობს. ფეხბურთის ფანატიკოს კუჭკუჭის სამსახურში დაგვიანებისთვის სასამართლოს მოუწყობენ.

ოცნების ქალაქი | Dream Town

$
0
0
თუკი სასიყვარულო ოცნება ახალი წლის ღამეს არ ახდება, ნუ იდარდებთ, წინ ვალენტინობის დღესასწაულია!
ამ მარტივ ჭეშმარიტებაში ადვილად დაგარწმუნებთ სანდროსა და ნინის სიყვარულის ისტორია,
რომელიც თანამედროვე თბილისის ერთ ერთ ღამის კლუბში გათამაშდება.

ცხელი ძაღლი [სეზონი- 1,2,3,4,5]

$
0
0

დასახელება: ცხელი ძაღლი
ორიგინალური დასახელება: ცხელი ძაღლი
გამოშვების წელი: 2006
ჟანრი: კრიმინალური სერიალი
რეჟისორი: ზაზა ურუშაძე
როლებში: ჟანრი ლოლაშვილი,გიორგი ყიფშიძე,ნინო ბურდული,გოგა პიპინაშვილი,დათო დვალიშვილი,მურმან ჯინორია,ვასიკო ბახტაძე,ბაჩო ქაჯაია და სხვები

ფილმის შესახებ:
გამოშვებულია: ტელეიმედი
ხანგრძლივობა: 00:40:22
გახმოვანება: ქართული ორიგინალი

ღვინის გზა | Wine Route [ყველა სერია]

$
0
0
ღვინის გზა სატელევიზიო ფილმი "ღვინის გზა"არის საქართველო ლიტვის პირველი ერთობლივი სერიალი, ეს ისტორია საქართველოში და ლიტვაში ვითარდება და მოგვითხრობს სიყვარულზე, თავგანწირვაზე, თავისუფლების წყურვილსა და სამართლიანობაზე. ეს არის სერიალი ორ ქვეყანაზე, რომლებიც მიისწრაფვიან თავისუფლებისაკენ. მოგვითხრობს საქართველოს სილამაზეზე, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობაზე და ქვეყნის ტრადიციებზეა. სერიალი "ღვინის გზა" შედგება 80 სერიისგან. მონაწილეიბას იღებენ როგორც ქართველი ისე ლიტველი მსახიობები. | Wine Route

მძლეთამძლე | mdzletamdzle

$
0
0
დასახელება ქართულად: მძლეთამძლე (mdzletamdzle)
გამოშვების წელი: 1979
ქვეყანა: საქართველო
ხანგრძლივობა: 9 წუთი
გახმოვანება: ქართული

ბანანის რესპუბლიკა | bananis respublika

$
0
0
შალვა რამიშვილის მიერ შექმნილი სერიალია სახელად "ბანანის რესპუბლიკა"

მონანიება | monanieba

$
0
0
საბჭოთა ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელე ვარლამ არავიძე რეპრესიების წნეხქვეშ ამყოფებს და სასიკვდილოდ წირავს უდანაშაულო თანამოქალაქეებს. წლების შემდეგ მის მიერ განადგურებული ოჯახის შვილი, ქეთევან ბარათელი ვარლამს საფლავიდან ამოთხრის და მომხდარით შეძრწუნებულ საზოგადოებას არავიძის ბნელი საქმეების შესახებ უამბობს. წინაპრის მიერ განვლილი, ცოდვებით დამძიმებული გზის გააზრება არავიძის შვილიშვილს, თორნიკეს მამასთან მწვავე კონფლიქტამდე და თვითმკვლელობამდე მიიყვანს.

ტბა | tba

$
0
0
ზურას მამას მოუკლავენ. დედა ბიჭს სოფელს გამოარიდებს და ქალაქში გადმოსახლდება. მამის სიკვდილი ზურას ფსიქიკას სამუდამო დაღს დაასვამს. იგი "ყოჩი ბიჭის" ნიღაბს აიფარებს, თანაკლასელებს თავის ნებაზე ათამაშებს, სკოლის ლიდერი გახდება, თუმცა საკუთარ თავთან დარჩენილი ეული და მარტოსულია. მაგარი ბიჭის თამაშს დიდხანს ვერ შეძლებს. პოზიციას დათმობს. შარავანდედშემოძარცვულ ზურას თანაკლასელები ზურგს შეაქცევენ.

ფიროსმანი | pirosmani

$
0
0

მირზაანიდან თბილისში ჩამოსულმა თვითნასწავლმა მხატვარმა ნიკო ფიროსმანაშვილმა ერთხანს მატარებლის გამყოლად იმუშავა, მერე დუქანი გახსნა, მაგრამ ვაჭრობას ალღო ვერ აუღო და დუქნების მოხატვას მიჰყო ხელი. ნაშოვნ გროშებს საღებავსა და ჭიქა ღვინოში ხარჯავდა, კაფე-შანტანის ფრანგ მოცეკვავე ქალზე, მარგარიტაზე ოცნებობდა... ერთხელ დუქანში შესული მხატვრები ნიკალას ნამუშევრებით დაინტერესდნენ, კითხვა-კითხვით მიაკვლიეს და მხატვართა საზოგადოების შეკრებაზე მიიწვიეს. გახარებულ ნიკალას პროფესიონალებთან გასაუბრების საშუალება მიეცა, მაგრამ მხატვრებმა ფიროსმანის ხელოვნება არ აღიარეს და გაზეთში მისი კარიკატურა გამოაქვეყნეს. მარტოსულმა, ავადმყოფმა ნიკალამ სიღატაკეში დალია სული.

ანოს და ვანოს თავგადასავალი | anos da vanos tavgadasavali

$
0
0
დასახელება ქართულად: ანოს და ვანოს თავგადასავალი
დასახელება ინგლისურად: The Adventures of Ano and Vano
გამოშვების წელი: 2011
ჟანრი: სათავგადასავლო, საოჯახო, ქართული კინო
ფილმის ბიუჯეტი: 150,000$
რეჟისორი: ლევან დაბრუნდაშვილი, ჯაბა მელქაძე
სცენარისტი: ლევან დაბრუნდაშვილი
როლებში: ნიტა ლომიძე, ზუკა ძამუნაშვილი, გოგა ბარბაქაძე, კახა კინწურაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ნიკა გრიგოლია, ვანო თარხნიშვილი, რუსკა მაყაშვილი, ბადრი კაკაბაძე, ნატუკა გულისაშვილი, ლუკა ტალახაძე

ორმაგი სახე | Ormagi Saxe

$
0
0
ნარკოტიკები, ფული, მკვლელობა, ციხე... ცოდვებით დამძიმებული, ნაადრევად დაბერებული გიოს წინაშე მოულოდნელად სულის გადარჩენისკენ მიმავალი გზა იხსნება – თურმე როგორ სჭირდება მამობრივი სიყვარული და განკურნების რწმენა მის პატარა, ხეიბარ ბიჭს, რომლის არსებობით არასდროს დაინტერესებულა. გიო შვილის ჯანმრთელობისთვის იწყებს ბრძოლას.
Viewing all 124 articles
Browse latest View live